აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიფხიზლე, არ წამოეგონ პროვოკაციებს და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმების და კანონის ფარგლებში.
''აზერბაიჯანის სახელწმიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობება მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არის. ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს.
ხოლო ფინანსური შემოწირულობების განხორციელების მსურველ პირებს შეუძლიათ, ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის მეშვეობით გააკეთონ. არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა". - წერია აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაში.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.