logo
ENG



აზერბაიჯანის შემდეგ, მიწისძვრა საქართველოშიც დაფიქსირდა

04 მაი 202002:15
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:00 საათზე, დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 54 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანთან დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

ცნობისთვის, დღეს კიდევ ერთი, 4.3-ბალიანი მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. 


close დახურვა