აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარას განცხადებით, "მარიუპოლის დებლოკადა შესაძლებელია და ბატალიონი ქვეყნის ხელმძღვანელობისგან სამხედრო-პოლიტიკურ ქმედებებს ელოდება".
"ჩვენ იმედი გვაქვს და ოპტიმისტურად ვიბრძვით, ველოდებით ქმედებებს ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ქალაქის დებლოკადასთან დაკავშირებით და გამარჯვებას ამ ომში. მიგვაჩნია, რომ დებლოკადა შესაძლებელია. მებრძოლებს საკმარისი სულისკვეთება აქვთ, რათა იბრძოლონ და დაიცვან ქალაქი იმდენ ხანს რამდენ ხანსაც საჭიროა", - თქვა აზოვის ბატალიონის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში.