logo
ENG



აზოვსტალის მებრძოლის ცოლი: ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა

21 მაი 202211:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/vknitwi7l2u49lb.jpg

რუსეთის მტკიცებით, აზოვსტალზე კონტროლი დაამყარეს. უკრაინას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველა მებრძოლი აზოვსტალიდან ევაკუირებულია. ისინი ახლა ტყვეები არიან.

ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი ამბობს, რომ ქმარმა ორი დღის მისწერა.

"სიტუაცია ნამდვილად მძიმე და საშინელია", - ყვება ნატალია ზარიცკაია.

"ჩემი ქამარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა", - ამბობს მებრძოლის ცოლი.

ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ასობით მებრძოლმა და სამოქალაქო პირმა აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას შეაფარა თავი, რომლის აღებასაც რუსეთი არაერთი კვირაა ცდილობს.

თუმცა ქარხანაში არსებული მძიმე ვითარების გამო სამოქალაქო პირების ევაკუაცია პირველ მაისს დაიწყო. 16 მაისს კი უკრაინამ დაადასტურა, რომ აზოვსტალიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლები გაიყვანეს, რომლებსაც მოგვიანებით რუს ტყვეებში გაცვლიან.


close დახურვა