logo
ENG



აი, ფაქტი: აგვისტოში ოცნებამ 922 ბილბორდი გამოფინა, ერთ-ერთში 29 000 გადაიხადა, სულ 2.3 მლნ

07 სექ 202113:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/07/wlnmw0aka2pbjfs.jpg

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ თბილისსა და რეგიონებში, მხოლოდ აგვისტოში, 922 ბილბორდი გამოფინა და სულ 2.3 მილიონი ლარი დახარჯა.

მათი ცნობით, ყველაზე ძვირადღირებულ ბანერზე თბილისის მერობის კანდიდატია გამოსახული. Პეკინის #4-ში კახა კალაძის ბილბორდი 970 კვ.მ-ია და 29 ათასი ლარი დაჯდა.

მათივე ინფორმაციით, 27 ათასი ლარი ღირდა მთლიანად პარტიის ბილბორდი, რომელიც სადგურის მოედნის კედელზე გააკრეს, ხოლო 22 ათასი ლარი გადაიხადეს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის რევაზ სოხაძის ბილბორდში, რომელიც ლილოში დგას.

აი, ფაქტის ცნობით, სულ გარე და ინტერნეტ რეკლამებში, მხოლოდ აგვისტოს თვეში, ქართულმა ოცნებამ 2.8 მილიონი ლარი დახარჯა.


close დახურვა