ძალებს იკრებს ახალგაზრდების პროტესტიც. სულ უფრო მეტი სტუდენტი ერთვება აქციებში რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ. სტუდენტობა მსვლელობითა და ცვლილებების მოთხოვნით შეუერთდა პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილ საზოგადოებას. გამოაქვეყნა მიმართვაც, რომელსაც ლექტორებიც აწერენ ხელს. უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებიც პეტიციას უერთდებიან, უკვე ასეულებს ითვლის.