logo
ENG



აკაკი ბობოხიძე: კობახიძეს ბერბიჭაშვილი სახლში ჰყავს და იქ ეძებოს

13 ნოე 201915:37
3 წუთის საკითხავი
 
ax1g7j8wey9equ9.png

“ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს და მოუწოდებს, რომ შორს არ წავიდეს, რადგან ბერბიჭაშვილი საკუთარ სახლში ჰყავს.

სწორედ აკაკი ბობოხიძეს უწოდა საშემოდგომო სესიაზე გამოსვლის დროს კობახიძემ ბერბიჭაშვილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს მოკლას ილია.

„ირაკლი კობახიძეს აშკარა პროპუტინისტური, მოსკოვური პარტიის და მისი თავმჯდომარის ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პარტნიორი ჰყავს სახლში. სხვათაშორის ეს ის კაცია, რომელზეც შევარდნაძე ამბობდა რომ დიდ პატივს სცემდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოსკოვში დადიოდა. ასე, რომ შორს, ნუ წავა კობახიძე, ბერბიჭაშვილი საკუთარ სახლში შეუძლია მოძებნოს,“ - აცხადებს ბობოხიძე.

რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ბობოხიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკითხის გაჭიანურებას ცდილობს.

„აბსოლუტურად არაბუნებრივია, როცა უმრავლესობა თავისივე ინიცირებულ კანონზე მართავს ამ ტიპის მსჯელობას. როცა ადამიანებს ხვდებოდნენ და უმტკიცებდნენ ამ კანონის საჭიროებას, თვითონ თუ არ ქონდათ გადაწყვეტილი, მაშინ რას აკეთებდნენ. ბუნებრივია ეს რის საკითხის გაჭიმვა, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეყოფათ გონიერება მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონი,“ - აღნიშნა ბობოხიძემ.

 

 


close დახურვა