logo
ENG



ალეკო ცქიტიშვილი: პენიტენტიურ სისტემაში ე.წ. მაყურებლების გავლენა იზრდება

30 იან 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2019 წლის ანგარიშში პოლიტიკური დევნის ნიშნები, აქციებზე დაკავებები იკვეთება. ანგარიშის მიხედვით, მოსამართლეების შერჩევა დანიშვნის პროცესი კლანური მმართველობის ნიშნებს ტოვებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ისინი სწავლობენ არის თუ არა პოლიტიკური დევნის ნიშნები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია აქციების დარბევების დროს დაკავებულ პირებთან. მაგ.ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში ოქრუაშვილის საქმეზე. ასევე ნიკანორ მელიას შემთხვევაში, როდესაც მას პარლამენტში უფლებამოსილება შეუჩერდა, და ასევე აქტივისტების შემთხვევაში, როდესაც ხდებოდა მათი დაკავებები. არასამთავრობოების განცხადებით, ხშირად როდესაც აქციების დარბევა ხდება სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აქვს ადგილი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მონაწილეობდა იმ მონიტორინგში, რომელიც სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში განახორციელა. ისინი ეთანხმებიან სახალხო დამცველის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა არის მზრადი და ის წლიდან წლამდე ყველაზე მეტად იზრდება.

„სახალხო დამცველმა გამოხატა შეშფოთება კრიმინალური სუბკულტურის მზარდი გავლენის თაობაზე. ჩვენ ვიზიარებთ ამ შეფასებებს და ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პენიტენტიურ სისტემაში იზრდება ე.წ. მაყურებლების გავლენა, ეს არ არის ისეთ მასშტაბებს მიღწეული, რომ სახელმწიფო ვერ შეძლოს ამ პრობლემის მოგვარება თუცა პრობლემაა ის რომ სახელმწიფო არ გამოხატავს ნებას და ფაქტობრივად არ იზიარებს და უგულებელყოფს იმ შეფასებებს რაც დაფიქსირებულია ჩვენი და სახალხო დამცველის ანგარიშებში, ეს ალბათ არის საფუძველი იმისა, რომ მზარდი გავლენა კვლავ იქნება პრობლემა შემდგომ წლებში,“ - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა.


close დახურვა