logo
ENG



ალექსანდრ შალენბერგი: თუ მინსკი ძალადობას არ შეწყვეტს, ევროკავშირი სანქციებს არ გამორიცხავს

14 აგვ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

მინსკსა და ევროპის დედაქალაქებში ევროკავშირის საბოლოო ვერდიქტს ელოდებიან. ონლაინ კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, მოჰყვება თუ არა ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და აქციების მასობრივ დარბევას ახალი სანქციები. 

ევროკავშირის პოზიცია ერთიანია, უნგრეთის გარდა ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ყველა მხარს უჭერს.

"ჩვენ ვართ უკიდურესად შეწუხებული იმ სიტუაციით, რომელსაც ბელარუსში ვხედავთ. ევროკავშირი, განსაკუთრებით კი ავსტრია იყო ვისაც კონტაქტი ჰქონდა მათთან. არ გვინდა, რომ რუსული ნახევარსფეროსკენ ვუბიძგოთ. 

ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არჩევნები თავისუფალისა და სამართლიანის გარდა ყველაფერი იყო. დღევანდელი ვიდეოკონეფერნციიდან ველი მკაფიო მოწოდებას მინსკის მიმართ, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს ძალადობა, გაათავისუფლოს დარჩენილი დაკავებულები და დაიწყოს ეროვნული დიალოგი. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ევროკავშირი სანქციებს არ გამორიცხავს", - აცხადებს  ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

close დახურვა