დაპირისპირება მოხდა მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ წევრებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის. მოძრაობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნას აპროტესტებენ და კარავი გაშალეს მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ჩვენც გვაქვს პროტესტის უფლება. ჩვენ ვაპროტესტებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ნარჩენებს. ისინი უნდა დასჯილიყვნენ ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ ამ მთავრობამ არ უზრუნველყო, რომ დაესაჯა. მოვითხოვთ, გასამართლდნენ ბოკერია-სააკაშვილი და ეწოდოს მათ რეჟიმი“, - აცხადებენ მოძრაობის წევრები.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის მოძრაობის წევრების კითხვებმა გააღიზიანა.
„მე გამაღიზიანა ზუსტად იმან, რომ ეს კითხვა დამისვეს. თურმე მე მითქვამს, რომ რობაქიძემ გაყიდა მისი შვილი, ვაჭრობს თავისი შვილით. მე ეს არასდროს გამიფიქრებია და არც ვიტყოდი. მე მათ ვკითხე, აქამდე რატომ არ გამოვიდნენ და არ დამიდგნენ გვერდში. რატომ გამოვიდნენ ახლა, ორი წლის თავზე?“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.