logo
ENG



ამერიკამ ბრაზილიასთან მიმოსვლა დროებით აკრძალა

25 მაი 202010:02
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრაზილიასთან მიმოსვლა დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ ამერიკის ქვეყანა კოვიდ 19-ის გავრცელების მეორე ცხელ კერად იქცა.

რეგულაცია იმ უცხოელ მოგზაურებზე ვრცელდება, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნენ. თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ ბრაზილიასთან ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. პ

​ანდემიის გამო მანამდე შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან, ირანთან და რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ბრაზილიაში კოვიდ 19-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მათმა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 22 ათასს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, კოვიდ ინფექცია ბრაზილიაში მთლიანობაში 363 ათას ადამიანს აქვს დადგენილი, რითაც ქვეყანა მსოფლიოში ამ მაჩვენებლით შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.


close დახურვა