კორონავირუსით კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დაინფიცირდა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრები თანამშრომლებთან ერთად 14 დღიან კარანტინში გაუშვეს.
მიზეზი ერთ-ერთი სენატორის დაინფიცირება გახდა, გარდა ამისა კოვიდ 19 დაუდგინეს ორ რესპუბლიკელ კონგრესმენს, ბენ მაკადამსს და მარიო დიას-ბალარტს. კორონავირუსით დაინფიცირდა ევროკავშირის წარმომადგენელი ბრექსიტის საკითხებში მიშელ ბარნიე, მან ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში.
დიპლომატი, რომელიც ბრიტანეთთან გასვლის საკითხზე მოლაპარაკებებს უძღვება აცხადებს, რომ იზოლაციაშია და ყველა საჭირო ინსტრუქციას იცავს თავის თანამშრომლებთან ერთად.