logo
ENG



ამერიკა ნიკოლას მადუროს ნარკო-ტერორიზმში ადანაშაულებს და მისი დაკავებისთვის ჯილდოს აწესებს

27 მარ 202011:33
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს ნარკო-ტერორიზმში ადანაშაულებს და მისი დაკავებისთვის ჯილდოს აწესებს.

ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ვენესუელის ყოფილ ლიდერს და მის გარემოცვას ნარკო-ტრეფიკინგსა და ფულის გათეთრების ბრალდება ოფიციალურად წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, ვენესუელის ხელისუფლების წარმომადგენლები კოლუმბიის მეამბოხე ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობენ, რომელსაც ცენტრალური ამერიკის გავლით შეერთებულ შტატებში კოკაინი შემოაქვთ. შეერთებული შტატებს სახელმწიფო დეპარტამენტმა, მადუროს დაკავებისთვის 15 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ვენესულის ხელისუფლების კიდევ რამდენიმე მოქმედი და გადამდგარი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაციისთვის კი ვაშინგტონი თითოეულზე 10 მილიონ დოლარს გადაიხდის. 


close დახურვა