logo
ENG



ამერიკელმა კანონმდებლებმა ცუკერბერგი გააკრიტიკეს

24 ოქტ 201911:59
3 წუთის საკითხავი
 
za47mcw7z8944w5.jpg

"ფეისბუქის" დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ონლაინ სივრცეში ბავშვთა ექსპლოატაციისა და პოლიტიკური დეზინფორმაციისა წინააღმდეგ ბრძოლასთან უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ცუკერბერგმა "ფეისბუქის" ციფრულ ვალუტაზეც ილაპარაკა. ამერიკელი კანონმდებლების განმარტებით, წარსულში განვითარებული მოვლენების ფონზე გაურკვეველია რატომ უნდა უზრუნველყოს სოციალურმა ქსელმა ორ მილიარდზე მეტი ადამიანებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდება. ფეისბუქის დამფუძნებელმა არჩევნებში ჩარევის, თავისუფალი სიტყვის, სიძულვილისა და ყალბი ამბების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე თავის გამართლება სცადა. 

 

 

 

 


close დახურვა