ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. „ინდიანა პეისერსი“, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი იცავს, სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 110:99 დამარცხდა.
ბითაძემ მოედანზე მხოლოდ 4 წუთ-ნახევარი გაატარა. ამ პერიოდში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო და ერთხელ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი.
მომდევნო შეხვედრას „ინდიანა“ 29 ოქტომბერს „დეტროიტის“ წინააღმდეგ გამართავს.