logo
ENG



ამერიკის საპრეზიდენტო მარათონს ელიზაბეთ უორენი გამოეთიშა

06 მარ 202008:11
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონს ელიზაბეთ უორენი გამოეთიშა. მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში გაკეთებულ განცხადებაში 70 წლის „დემოკრატ" სენატორს ჯო ბაიდენსა და ბერნი სანდერსზე არ უსაუბრია.

უორენის საარჩევნო კამპანია კორუფციის აღმოფხვრაზე იყო ორიენტირებული. ე.წ. „სუპერ სამშაბათის" ფარგლებში მან სხვადასხვა შტატში მე-3, მე-4 და მე-5 ადგილი დაიკავა. მანამდე საარჩევნო მარათონს გამოაკლდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგიც. 14 შტატიდან, სადაც შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა, ჯო ბაიდენმა გამარჯვება 10 შტატში მოიპოვა. 


close დახურვა