პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ეჭვით ექვსი პირი დააკავა, რომელთაგან ოთხს – მათ შორის რუსეთის ერთ მოქალაქეს – ბრალად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება. უწყების ცნობით, ჯგუფი საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად რუსეთისთვის საბრძოლო მასალისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების უკანონო გადაცემაშიც მონაწილეობდა.
პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის, ტომაშ სიმონიაკის განცხადებით, 2024 წლის იანვრიდან დღემდე ჯაშუშობისა და დივერსიების საქმეებზე 100-მდე ადამიანია ეჭვმიტანილი. მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებში დივერსიულ საქმიანობასთან კავშირს კვლავ უარყოფს.
