logo
ENG



ამირან გამყრელიძე: კოვიდ 19-ის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულამდე არ იქნება

18 მარ 202021:35
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ 19-ის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულამდე არ იქნება,“ - ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გადაცემა „COVID 19“-ში ნაკეთებს.

მისივე განცხადებით, ვაქცინები უკვე არსებობს მაგრამ იმისთვის, რომ მათი ეფექტურობა დადგინდეს, საჭიროა ცხოველებზე გამოცდა.

„ვაქცინა რამდენიმეა, მაგრამ მის ცხოველებზე და კლინიკაში გამოცდას დასჭირდება დაახლოებით წელიწადი. ერთ-ერთი ლიდერი ინსტიტუტის რობერტ კოხის ინსტიტუტის გამოსვლა იყო გერმანიის პრესით სადაც მან თქვა, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე ვაქცინა არ იქნება. ამიტომ უფრო მეტი იმედია დამყარებული ეტიოტროპული მედიკამენტების წარმოებაზე და კლინიკურ კვლევებში 5-6 დასახელების სხვადსხვა პრეპარატია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა