საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-13 მოქალაქე, 76 წლისაა. ამის შესახებ მედიას ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
"გვაქვს მე-13 გარდაცვალების შემთხვევა. მამაკაცია, 76 წლის. ბოლნისის იმ ცენტრიდან, სადაც სერიოზული დაზიანებაა. სამწუხაროდ ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით. ბოლო დღეებში ის იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე",-აცხადებს გამყრელიძე.
გუშინ საღამოს კი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაც გამოვლინდა. გამყრელიძის თქმით, სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი საბურთალოს კლასტერიდანაა.
"მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადაყვანილნი არიან სტაციონარში. 3 ტრაილერის მძღოლია, მხოლოდ არა საქართველოს მოქალაქე. ერთიც ის ბოლო კლასტერია, რომელიც თბილისში ჩამოყალიბდა",-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დაინფიცირებულთა რაოდენობა 800-მდეა გაზრდილი.