logo
ENG



ამ სისტემის დედაც - „შეცვალემ“ ქუთაისში სტიკერები გააკრა

22 დეკ 201912:30
3 წუთის საკითხავი
 
emkcjvo4b0n4fe7.jpg

„ამ სისტემის დედაც“ - ამ წარწერით სტიკერები ქუთაისის ქუჩებში მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა დღეს დილით გააკრეს. ამ ფორმით მოძრაობის წევრებმა ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას ძალოვანი უწყებების სისტემური რეფორმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ლუკა სირაძე 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან 11 დეკემბერს თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც დაკითხვიდან შინ დაბრუნდა.


close დახურვა