logo
ENG



ანგელა მერკელს გერმანიის უმაღლესი ჯილდო გადასცეს

18 აპრ 202312:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/k8egs9dxh2e13mv.jpg

გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცეს. მერკელი გერმანიის ლიდერი 16 წლის განმავლობაში იყო.

გერმანიის პირველი ქალი ლიდერი, რომელმაც თანამდებობა 2021 წელს დატოვა, პრეზიდენტმა განსაკუთრებული მიღწევებისთვის დააჯილდოვა.

დაჯილდოების დროს პრეზიდენტმა შტაინმაიერმა შეაქო მერკელი მისი "უპრეცედენტო პოლიტიკის" გამო.

"თქვენ დაეხმარეთ ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო გამოწვევების პირობებში კვლავ მიეღწია ეკონომიკური წარმატებისთვის. ჩვენ ვუყურებთ თითქმის უწყვეტ 16-წლიან ეკონომიკურ ზრდას, რომლის დროსაც უმუშევრობის უბედურება სულ უფრო და უფრო ნაკლებად იყო საშიში გერმანელების უმრავლესობისთვის", - თქვა შტაინმაიერმა.

"იმ დროს, როდესაც ჩვენს კონტინენტს დაშლა ემუქრებოდა, თქვენ გააერთიანეთ ცენტრი დე პერიფერია, ჩრდილოეთი და დასავლეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი".


ღონისძიებაზე, რომელსაც მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდნენ, მერკელმა "ბევრ კარგ გამოცდილებაზე" ისაუბრა.

აღნიშნული ჯილდო მხოლოდ ორ ყოფილ კანცლერს აქვს გადაცემული - კონრად ადენაუერს, ომის შემდგომი გერმანიის პირველი კანცლერსა და ჰელმუტ კოლს, გერმანიის აღორძინების არქიტექტორს.

მერკელი გერმანიას ლიდერობდა ისეთ რთულ პერიოდებში, როგორებიცაა გლობალური ფინანსური კრიზისი და კოვიდ პანდემია. თუმცა ის ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი რუსეთისადმი მისი პოზიციის გამო.

გარდა ამისა, მერკელი გააკრიტიკეს 2015 წელს მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის და ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმის გამო. ოქტომბერში მერკელმა აღნიშნა, რომ არ ნანობს იმ კურსს, რომელიც მის მთავრობას ენერგოპოლიტიკის კუთხით ჰქონდა.


close დახურვა