logo
ENG



ანდრია ჯაღმაიძე: თამრიკო ჭოხონელიძე მგალობელი არაა, მისი გალობა გამონაკლისი იყო

19 დეკ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ შობის დღესასწაულზე თამრიკო ჭოხონელიძის გალობა სამების ტაძარში გამონაკლისი იყო.

დეკანოზმა თამრიკო ჭოხონელიძის განცხადება შეაფასა - მომღერალმა თქვა, რომ ის ანტიდისკრიმინაციული განცხადებების გამო დასაჯეს და შობის ღამეს ტაძარში საგალობელს აღარ შეასრულებს.

"თამრიკო კარგია, რომ გალობდა. ხანდახან იგალობა. თუმცა, ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა, სხვასაც უგალობია აქ. 

გასაგებია [რომ, ბევრი წლის განმავლობაში გალობდა], მაინც გამონაკლისი იყო, ის ხომ არ არის მგალობელი. მისი ღვთისმსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით. სუხიშვილების ანსამბლმა ლა სკალაში ჩაატარა კონცერტი 1967 წელს. თუ დღეს არ ატარებს, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ რაღაცა". - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ მას შობის ღამეს ტაძარში გალობა იმ განცხადების გამო აუკრძალეს, რომლითაც ადამიანის რელიგიური მრწამსის, რასის და ორიენტაციის გამო ადამიანის დისკრედიტაცია, მიუღებლობა და ბულინგი დაგმო. 

"გარკვეული სამაგიერო გადამიხადეს, თავიანთი "დიდსულოვანი ბუნებიდან" გამომდინარე, მე დამსაჯეს". - თქვა მომღერალმა 15 დეკემბერს ტვ პირველის ეთერში. 


close დახურვა