logo
ENG



ანსამბლი სუხიშვილები კორონავირუსის გამო, ტურნეს წყვეტს

12 მარ 202013:11
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ანსამბლი "სუხიშვილები" ხანგრძლივ საგასტროლო ტურნეს წყვეტს და თბილისში ბრუნდება.

ნაციონალური ბალეტი ტურში პირველი თებერვლიდან იმყოფება და მათ კონცერტები უკვე გამართეს პოლონეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. ანსამბლმა სულ 19 კონცერტი გააუქმა.

სუხიშვილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ანსამბლი კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. 


close დახურვა