logo
ENG



შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო, სუხიშვილების კონცერტი არ ჩატარდება

24 აგვ 202016:27
3 წუთის საკითხავი
 
z6drzzu0i6zazl7.jpg

შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის გამო 25 აგვისტოს ანსამბლი სუხიშვილების კონცერტი "არტეფაქტები" არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"შატილის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. 

25 აგვისტოს ოფიციალურ გლოვის დღედ გამოცხადების გამო, ხვალინდელი კონცერტი "არტეფაქტები" არ ჩატარდება", - წერია განცხადებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა