logo
ENG



აპატურაი: ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება ძალიან სამწუხაროა

29 ივლ 202117:13
3 წუთის საკითხავი
 
აპატურაი: ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება ძალიან სამწუხაროა

ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება, ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება სახავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისკენ, რომლებისგანაც საქართველო ძალიან დიდ სარგებელს ნახავს და რომლებიც დააწინაურებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე. ამიტომაც მოახდინა საქართველომ შეთანხმების იმპლემენტაცია ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში - ის ხელს უწყობს საქართველოს ნატოში გაწევრებას. ყველა პარტიამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული მიზნებისთვის საჭირო რეფორმების იმპლემენტაციას.


close დახურვა