logo
ENG



არავითარი შანსი არ არის ჩავარდნის მეორე და მესამე მოსმენაზე - კობახიძე

21 ივნ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით ჩავარდნის საშიშროება არ არსებობს.

როგორც კანონპროექტის ავტორი ამბობს, მას ყველა იმ დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ვინც აცხადებდა მზადყოფნას ხმის მიცემისთვის.

„არავითარი შანსი არ არის ჩავარდნის, იმიტომ რომ 116-ვე დეპუტატმა, ვინც ადასტურებდა მხარდაჭერას, დაუჭირა მხარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ​„ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციულ ძალას უწოდებს და აღნიშნავს, რომ პარტიას საზოგადოება პოლიტიკურ განაჩენს არჩევნებზე გამოუტანს.

„ველოდებით რომ მეორე მესამე მოსმენით ექნება სრული მხარდაჭერა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ არასტაბილურობის განცდა შექმნას", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.


close დახურვა