logo
ENG



არესტოვიჩი: რუსი ჯარისკაცების მხრიდან დახვრეტის, ყაჩაღობის, გაუპატიურების ასობით შემთხვევაა

17 მარ 202216:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/pqh7s4oaant1wqf.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცების მხრიდან მასობრივი დახვრეტის, ყაჩაღობისა და გაუპატიურების ასობით შემთხვევა ფიქსირდება.

არესტოვიჩმა გაიხსენა ჩერნიგოვის შემთხვევა, სადაც რუსებმა პურის რიგში მყოფი მოქალაქეები დახვრიტეს.

"ჩერნიგოვი ერთ-ერთი იმ ქალაქებს შორის, სადაც მუდმივად ესვრიან სამოქალაქო ობიექტებს... თუმცა არსებობს უფრო სამწუხარო შემთხვევებიც", - თქვა არესტოვიჩმა.

როგორც ის ყვება, ოთხი დღის წინ რამდენიმე ოჯახი, ბავშვებთან ერთად ბალაკლეადან იზიუმის მიმართულებით მანქანებით გადაადგილდებოდა, როცა რუსებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.

"ზურგში დახვრიტეს. ერთ-ერთი მანქანა გადარჩა, მეორის ბედი უცნობია, მესამე კი ბავშვებთან ერთად დახვრიტეს", - თქვა მან.


close დახურვა