"დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარების ამბოხი იყო მართული და ესაა ივანიშვილის მიერ დადგმული სცენარი. მისი თქმით, კარგად იცნობს დიმიტრი ხუნდაძეს და მსგავსი ამბოხება ახვლედიანთან მიმართებაშიც მოხდა 2015 წელს. ამ თემაზე ახვლედიანმა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულაში" სოფო ზურაბიანთან ერთად ისაუბრა.
"ვისზეა საუბარი, მე ხომ ამ მაჟორიტარების ნაწილს ვიცნობ. განსაკუთრებით ხუნდაძეს და კარგად ვიცი მისი წინა ამბოხის შესახებ 2015 წელს. ამიჯანყდა მე ვოლსკის ხელმძღვანელობით და მაშინ დასაშოშმინებლად თითქოს ივანიშვილი ჩაერია ღარიბაშვილთან ერთად. მაშინაც ვხდებოდი და ახლაც ვიცი, რომ ეს იყო ივანიშვილის მართული პროცესი და შეუძლებელია ხუნდაძე დგამდეს ნახევარ ნაბიჯს ივანიშვილის გარეშე. აქ დაჯერება, არ დაჯერების თემა არ არის. ივანიშვილმა ზუსტად იგრძნო, რომ ამ დათმობებით და პროპორციული არჩევნებით საშინლად წააგებდა. ამისთვის გამოიყენა ხუდნაძე და სხვები, მაგრამ ეს ისე გაიშიფრა და ისე სამარცხვინოდ გააკეთეს, ამას ყველა ხვდება,"-აცხადებს ახვლედიანი.