არსებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. გარდა ამისა, ის ითხოვს ვინმე გიორგისთან გასაუბრებას.
მძარცველი ყვარელში, ბანკის ფილიალში დაახლოებით 1 საათის წინ შეიჭრა. მას, სავარაუდოდ, აყვანილი ჰყავს მძევლები. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
