logo
ENG



არქიმანდრიტი: ხატი სამების ტაძრის დაცულ სივრცეშია, ხატმწერი შეასწორებს არსებულ ხარვეზს

17 იან 202418:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/17/wdif9sfpxsuoq2w.jpg

არქიმანდრიტის იოვანე მჭედლიშვილის განცხადებით, წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, სამების ტაძრის დაცულ სივრცეშია გადატანილი, სადაც ხატზე არსებული ხარვეზი შესწორდება. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

"ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ", - წერს არქიმანდრიტი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. 

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

შემდგომში ცნობილი გახდა, რომ სამების ტაძარს ხატი პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა შესწირეს. მოგვიანებით განიმარტებოდა, რომ ხატზე წმინდა მატრონას ცხოვრების ეერთი ეპიზოდი, მასთან საბჭოთა კავშირის ბელადის, იოსებ სტალინის მისვლაა აღბეჭდილი.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მაშინ განმარტა, რომ "ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად დიოკლიტიანე".

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხესსაღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება ადგილზე რამდენჯერმე მოხდა. 

უკვე მეორე დღეს საპატრიარქომ განცხადებაში განმარტა, რომ ხშირად ხატებზე წმინდანების ცხოვრების ეპიზოდებია აღბეჭდილი, თუმცა რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, აუცილებელია ამ ეპიზოდის შეცვლა.

აღნიშნულმაა განცხადება, მორწმუნეების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. რადაკლმა ულტრა-მემარჯვენეებმა კი სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს და მატრონას ხატთან ილოცეს. 


close დახურვა