logo
ENG



არჩევნებზე უნდა იგრძნობოდეს, რომ ნამდვილად იქნება გამოხატული ხალხის ნება - თვაინინგი

14 თებ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიული განვითარების არამედ საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის კუთხით - ასეთ შეფასებებს აკეთებენ „ფორმულასთან“ მიუნხენის კონფერენციის მონაწილე ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები. 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს კანონის უზენაესობის საკითხს. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ევროპული გზა.

„ევროკავშირმა, ბალტიის ქვეყნებს ლიდერებმა, ყველამ გამოთქვა შეშფოთება გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. პოლიტიკა სამართლებრივი პროცესებისგან განყენებული უნდა იყოს. როდესაც არსებობს ეჭვი კანონის უზენაესობასთან, პოლიტიკურ მოტივაციასთან  დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. საქართველო სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ევროკავშირისთვის კანონის უზენაესობის დაცვა უმნიშვნელოვანესია. ასე რომ როდესაც ეჭვი ჩნდება, მას შედეგებიც ახლავს თან. ამიტომ, გააგრძელეთ აღებული კურსი, ევროპული გზა და იყავით დემოკრატიული ქვეყანა", - აცხადებს რინკევიჩი

IRI-ის პრეზიდენტი დენიელ თვაინინგი კი ამბობს, რომ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, გამოხატული იყოს ხალხის ნება.

„საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანია მოკავშირეა. ქართველ ხალხის უმრავლესობას სურს დასავლეთს მიუერთდეს, იყოს ამერიკელების მოკავშირე და ევროპის ნაწილი. მაგრამ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი უმნიშვნელოვანესია მისი უნარისთვის იყოს დასავლეთის პარტნიორი. მაგრამ ამ ეტაპზე არსებობს ეჭვი მისი დემოკრატიის ხარისხზე და ბევრი ამახვილებს ყურადღებას და აინტერესებს რა ხდება. დემოკრატიული პრაქტიკისთვის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ეს არ ეხება მხოლოდ იმას რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს ეხება თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას, თანაბარ საარჩევნო გარემოს, ასევე იმას, რომ ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. ეს ახალი არ არის საქართველოსთვის, მაგრამ მსოფლიო გაკვირდებით და ამ არჩევნებზე უნდა იგრძნობოდეს, რომ ნამდვილად იქნება გამოხატული ხალხის ნება", - განაცხადა თვაინინგმა

 


close დახურვა