ასპინძის სოფელ ჭობარეთში 62 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი დილით მეზობლებმა აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივები ფორმულას უყვებიან, კაცი მარტოხელა იყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს