შეტევა, როგორც თავდაცვის იარაღი - ხელისუფლება ოპოზიციას პირობების დარღვევაში ადანაშაულებს, არადა შეთანხების შესრულებაზე პასუხისმგებელი თავად „ქართული ოცნებაა“. „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარები პანდემიის ფონზეც კი ყურადრებით აკვირდებიან საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას, რომელიც ჩავარდნის პირასაა. გარდა ამისა, ოპოზიციასა და ევროპარლამენტარებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ევრონესტის“ თანათავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წევრისგან, გიგა ბოკერიასგან მიიღო ინფორმაცია - ასრულებს თუ არა „ქართული ოცნება" ნაკისრ ვალდებულებას.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ხმები საარჩევნო სისტემის შესაცლელად პროექტს არ ექნება, ვიდრე საპატიმროში რჩებიან გიგი უგულავა, გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას პოლიტიკური ინტერესისთვის იყენებს. ეს კი ნიშნავს იმას რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიც არ იქნება. არადა ოპოზიციის ხმების გარეშე საარჩევნო სისტემას „ქართული ოცნება" ვერ შეცვლის. ოპოზიციის გარეშე, საჭირო 113 დეპუტატი, რაც მმართველ გუნდს არ ჰყავს. არადა, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შემდეგ, „ფრიდომ ჰაუსმაც“ შეახსენა ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დემოკრატიის შემაფერხებელი ფაქტორია.
პოლიტიკური შეთანხმებიდან ზუსტად ორი თვე გავიდა. ამ პერიოდში შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, თუმცა საერთო სახალხო განხილვები ჯერ არ დაწყებულა. ამ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად „ქართული ოცნება" დარმუნებულია რომ არჩევნები ოქტომბერში იქნება; თუმცა, როგორ აპირებს მმართველი პარტია სისტემის შეცვლას - უცნობია.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.