გაეროს ბირთვული ინსპექტორების გუნდი კიევიდან, რათა გაემგზავრა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში გაემგზავრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის ლიდერმა, რაფაელ გროსიმ განუცხადა.
"ექვსთვიანი ძალისხმევის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო [IAEA] ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მიდის. როგორც იცით, ჩვენ იქ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი: სიტუაციის შეფასება, სიტუაციის სტაბილიზაციაში შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ. მე ვაცნობიერებ ამ მომენტის აქტუალურობას. ჩვენ მზად ვართ, IAEA მზადაა."- ამბობს გროსი.
გროსი ხელმძღვანელობს 14 ექსპერტისგან შემდგარ დელეგაციას, რომლებიც ზაპოროჟიეს ობიექტს შეამოწმებენ. ამ მხარეში ბოლოდროინდელი დაბომბვის ფონზე პოტენციური ბირთვული ავარიის შიში მატულობს.
"ჩვენ მივდივართ საომარ ზონაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს მოითხოვს მკაფიო გარანტიებს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისგან, არამედ უკრაინის რესპუბლიკისგანაც. ჩვენ შევძელით ამის მიღწევა."- თქვა IAEA-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
25 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის ცნობით, ოკუპანტების ქმედებების შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქვეყნის ელექტროქსელიდან სრულად გაითიშა.
ენერგოატომის ცნობით, ცეცხლი თბოელექტროსადგის მდებარე ფერფლის გროვებს გაუჩნდა, რომლების ზაპოროჟიეს რეაქტორის კომპლექსთან მდებარეობს. შედეგად კი დაზიანდა ის ელექტროხაზები, რომელიც სადგურს ელექტრო ქსელთან აკავშირებდა.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ქვეყანაში მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს გამოიმუშავებდა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება".