logo
ENG



ატოცში „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებს პატრულირების საშუალებას არ აძლევენ

23 ოქტ 201908:03
3 წუთის საკითხავი
 
2o6czputrxc0tpt.jpg

მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებს სამართალდარღვევებმა, ატოცში პატრულირება შეუზღუდეს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მიხეილ ბალიაშვილი, „ფორმულასთან" აცხადებს, ქართველმა სამართალდამცველებმა მათ გადაადგილება, გუშინ მთელი დღის მანძილზე შეუზღუდეს.

მიხეილ ბალიაშვილის თქმით, მავთულხლართებთან მისვლა მხოლოდ საღამოს შეძლეს, როდესაც უკვე სიბნელე იყო. ამ დროს ოკუპანტები უკვე წასულები იყვნენ.

"მთელი დღის განმავლობაში პოლიციამ შეგვიზღუდა გადაადგილება. დილის 10:00 საათიდან ველოდებით რომ 10 წუთში შეგვიშვებენ და ეს 10 წუთი გავიდა საღამოს ექვსის ნახევარზე. გვითხრეს, რომ ამ დროს უკვე გვქონდა ველზე ასვლის საშუალება (უკვე 11 თვეა ამ ადგილას ვპატრულირებთ), მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. აღარც ოკუპანტები იყვნენ, ყოველ ნაბიჯს გვიკონტროლებენ. თან გვიზღუდავენ ამ ყველაფერს და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, აღარ ვიცი,-" აცხადებს მიხეილ ბალიაშვილი.


close დახურვა