logo
ENG



აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების მოცულობა 68 მლნ ლარს აღწევს

30 ივნ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების ჯამური მოცულობა 68 მლნ ლარს აღწევს - გენერალური აუდიტორის განცხადებით, ეს ბიუჯეტის რესურსების არაეფექტიან, არაეკონომიკურ და არამიზნობრივ გამოყენებას ეხება.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში განიხილა. გენერალური აუდიტორის, ერეკლე მექვაბიშვილის განმარტებით, 2019 წელს აუდიტის სამსახურმა 16 ფინანსური და 37 შესაბამისი აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის სამსახურმა გასულ წელს პროკურატურაში 34 საქმე გადააგზავნა. შესაძლო დანაშაულის 70% მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.


close დახურვა