logo
ENG



აფგან მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის გამოკითხვას ითხოვს

26 ივლ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 
აფგან მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის გამოკითხვას ითხოვს

აფგან მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის გამოკითხვას ითხოვს. 

ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა მას შემდეგ, რაც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, შესაბამისი კადრები კი წაშალეს. 

"დღეს სოსო გოგაშვილმა ადვოკატების მეშვეობით განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ივანიშვილის დავალებით უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დავალებების დეპარტამენტმა გამიტაცა და კამერის კადრები წაშალა. სოსო გოგაშვილმა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოადგილემ, ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცის. ჩვენ მის პროკურატურაში დაკითხვას მოვითხოვთ". - განაცხადა აფგან მუხთარლიმ. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ, მისი პასპორტი კი ცოლს, ლეილა მუსტაფაევას სახლში ჰქონდა. 

ქართულ მხარეს მომხდარი დღემდე არ გამოუძიებია. 2022 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 


close დახურვა