logo
ENG



აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისს წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს

12 ივლ 202122:44
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გვანცა ნემსაძე/ფორმულა

აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისს წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის მთავარ შენობასთან რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მივიდნენ. 

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. მათ აქტივისტებს არ მისცეს პლაკატების და სტენსილების შეტანის უფლება, წარწერებით: ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლა ლექსო ლაშქარავა

კვერცხები და წითელი საღებავები ესროლეს შენობას სწორედ ამის შემდეგ ესროლეს. 

"პოლიცია ყველაფრის უფლებას აძლევს მოძალადეებს, მაგრამ ხელი არ გაუნძრევია, როცა ჟურნალისტებს ხოცავდნენ. დიდი გული აქვთ აქტივისტებთან, რომლებიც აპროტესტებენ სისასტიკეს". - ამბობს ელენე ხოშტარია. 

პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

***

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 

გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს. 

შსს უკვე 2 დღეა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ ტელეოპერატორი არ დაიცვა. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცემის და ოპერაციის შემდეგ ლექსო ლაშქარავას ძლიერი ტკივილები ჰქონდა. 

სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა,  ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა. 

მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 


close დახურვა