“აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში” - ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტის სახლზე უცნობი პირების მიერ გაკეთებული ამ წარწერის ნაცვლად აკაკი საღინაძის მეგობრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები დახატეს. საღინაძის საცხოვრებელი სახლის ჭიშკარზე შეურაცხმყოფელი წარწერა გუშინ გააკეთეს. იგი რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა.
აქტივისტის ჭიშკრის შეღებვა ქუთაისში
10 მარ 202320:28
3 წუთის საკითხავი