ქობულეთის მუნიციპალიტეტში 50-მდე მოქალაქე შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. საქმე ეხება სოფელ ქაქუთში მდებარე ციტრუსის საწყობს. შენობა უკვე გაასხვისეს. ირკვევა, რომ შენობა აქამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ახლა კი აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ნათესავის დაქვემდებარებაში გადადის. ხელისუფლებიდან შეკრებილ მოქალაქეებს დღეს პროვოკატორები უწოდეს.