logo
ENG



აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტში პროპორციული სისტემის ჩამგდები დეპუტატები დაწინაურდნენ

26 ნოე 201920:22
3 წუთის საკითხავი
 
28hix844zgy5vjy.jpg

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონი - ეს იყო დღევანდელი დღის წესრიგის საკითხები, რომლის განხილვის გადადებაც მმართველმა გუნდმა დაუშვებლად მიიჩნია და სპეცრაზმის გამოყენებით  აქცია დაშალა. დაბრკოლების გარეშე დანიშნეს თანამდებობებზე თანაგუნდელებიც - ე. წ ამბოხებულები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს. 

კვორუმის მოგროვება შეძლეს ისევ ფსევდო ამბოხებულების დახმარებით. დაშლილი საპროტესტო აქციები და შეუსრულებელი პირობა „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე  დეპუტატმა გაიხსენა. თუმცა ეს დისკომფორტი მალე კომფორტმა ჩაანაცვლა - კობახიძეს არ დაუმალავს, რომ ოპონენტების გარეშე  თავს უკეთ გრძნობდა.

ერთადერთი, ვინც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ „ოცნებას“ შეახსენა, დამოუკიდებელი დეპუტატები იყვნენ. მათ განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრეს; განცხადებების შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დატოვეს.

პროტესტს არც დედაქალაქის მერის დღის წესრიგი შეუცვლია. მშვიდობიანი აქციის დაშლასა და შეუსრულებელ დაპირებაზე კალაძემ განცხადება სელფების გადაღების შემდეგ გააკეთა. 

კახი კალაძე დღეს მმართველ გუნდში ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ოპოზიციის მხარდამჭერები უწოდა. მმართველი გუნდის წევრებმა რუსთაველის გამზირზე გამოსული მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ დათვალეს - თქვეს, რომ ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.


close დახურვა