logo
ENG



აღარ იძებნება დეპუტატის პოსტი იმის შესახებ, რომ კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო

11 მარ 202300:54
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატის პოსტი იმის შესახებ, რომ უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება. პოსტი დავით სონღულაშვილმა ფეისბუქზე 10 მარტს ღამით გამოაქვეყნა.

სონღულაშვილი იმ 76 დეპუტატს შორისაა, რომელმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

თავის პოსტში დეპუტატი წერდა:

"კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი". 


close დახურვა