logo
ENG



აღდგომის ღამეს რუსთაველზე დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

22 აპრ 202522:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/22/drvyj2uqlhe2u59.jpg

რუსთაველის გამზირზე აღდგომის ღამეს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ მისი ცოლი ნათია ბუკია ავრცელებს. 

გიორგი ორთოიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 აპრილს დააკავეს. ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი დაკავების შემდეგ დაწერა: "ერთი დაკავებული გიორგი ორთოიძეა. პოლიციელს ეძახდა ქრისტე აღდგაო და დაიჭირეს".


close დახურვა