logo
ENG



აშშ-ის ელჩი: პანდემიის პერიოდში სწორი ინფორმაციის გავრცელებას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

03 მაი 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
kjlq692n9s815cx.jpg

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში ადგილობრივ ჟურნალისტებს ულოცავს. როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოაში პანდემიაა, სწორი ინფორმაციის გავრცელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მე და ჩემი კოლეგები საელჩოდან მივესალმებით მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან. როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ძალიან ვამაყობ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებით. ეს ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციასა და ფაქტების დაფარვასთან საბრძოლველად.
ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება" - აცხადებს ელჩი კელი დეგნანი.


close დახურვა