![2022/11/15/nt67igv666s02zb.jpg](/uploads_script3/articles/2022/11/15/nt67igv666s02zb.jpg)
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა მედია იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.