logo
ENG



აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

03 ნოე 201910:52
3 წუთის საკითხავი
 
qq6uaam869ee92g.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიამოვნებით შეხვდება უკრაინელ კოლეგას, თუკი ის თეთრ სახლში ეწვევა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ვარაუდიც გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა ვლადიმერ ზელენსკისაც უნდა და მიწვევას ალბათ მალევე გამოეხმაურება. „ის კარგი კაცია. კორუფციის ფონზე აირჩიეს. უკრაინაში წარმოუდგენელი კორუფციაა, რაც ძალიან მაღელვებს," - განაცხადა ტრამპმა. მან შეშფოთება იმასთან დაკავირებითაც გამოთქვა, რომ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები არაფერს აკეთებენ და პრობლემის მოგვარებას მხოლოდ შეერთებული შტატები ცდილობს. 


close დახურვა