logo
ENG



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე: ერთპარტიული ქვეყანა დემოკრატიასთან არ ასოცირდება

02 ნოე 202022:10
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ ქრეიმერი ფორმულასთან საუბარში საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ერთპარტიული სახელმწიფო, როგორც წესი, დემოკრატიასთან არ ასოცირდება. 

ქრეიმერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნება შევა, ეს მხოლოდ გააძლიერებს მმართველ გუნდს და არ გახსნის პროცესს, რომელიც ოპოზიციას მეტ შესაძლებლობას მისცემს.

"არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის და დასავლეთში მისი იმიჯისთვის. ერთპარტიული სახელმწიფო, როგორც წესი, დემოკრატიასთან არ ასოცირდება. თუ კი ოპოზიციის მიზანი ამ იმიჯის შექმნაა, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. იმედია, ოპოზიცია და ქართული ოცნება იპოვნიან გზას, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე რჩება. ეს ორივე მხრიდან გარკვეულ კომპრომისს მოითხოვს", - განაცხადა ქრეიმერმა.

ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.

წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)

ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა) 

გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)

ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)

პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14%  (60 493 ხმა)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24  - 1,33% (25 534 ხმა)

ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

 


close დახურვა