logo
ENG



აშშ-ის საჰაერო ძალებმა მედიკოსებს მადლობა უნიკალური სანახაობით გადაუხადეს

29 აპრ 202010:46
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზე მყოფ მედიკოსებსა და სხვადასხვა სამსახურების პერსონალს, მადლობა უნიკალური სანახაობით გადაუხადეს.

საჰაერო ძალების მფრინავების ელიტარულ რაზმმა, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის თავზე გადაიფრინა.  პილოტებმა საბრძოლო წყობის ყველაზე რთული ილეთები შეასრულეს. თვითმფრინავებმა ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობებს ჩაუფრინეს. სანახაობა 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.


close დახურვა