logo
ENG



აშშ-მა და მოლდოვამ ღია ცის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

19 მაი 202312:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/esbu9ol8hi1vq7p.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოლდოვამ და აშშ-მ ღია ცის საჰაერო ტრანსპორტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს 2 ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ პირველი ორმხრივი  შეთანხმებაა.

სახ.დეპის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვიცე მდივანმა მენეჯმენტისა და რესურსების საკითხში რიჩარდ ვერმამ და მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ლილია დაბიჟამ და მოლდოვის პრემიერმინისტრმა დორინ რეჩანმა მოაწერეს.

შეთანხმება მოლდოვასთან თანამედროვე სამოქალაქო საავიაციო ურთიერთობებს ამყარებს, რაც მოიცავს შეუზღუდავი მოცულობისა და სიხშირის სერვისებს, ღია რეისების უფლებას, თავისუფალ ჩარტერულ რეჟიმს და ღია კოდის გაზიარების (Code-sharing) შესაძლებლობას.

შეთანხმება ძალაში ყველა საჭირო შიდა პროცედურის დადასტურების შემდეგ შევა.

"მოლდოვასთან შეთანხმება გააფართოებს ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობას, წაახალისებს ადამიანებს შორის კავშირებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ავიახაზებისთვის, სამოგზაურო კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის. საჰაერო გადამზიდებს შეუძლიათ უფრო ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და ეფექტური საჰაერო სერვისების მიწოდება მოგზაურებისა და გადამზიდებისთვის, რაც ტურიზმსა და ვაჭრობას ხელს შეუწყობს. შეთანხმება ასევე ავალდებულებს ორივე მთავრობას, დაიცვან საავიაციო უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები" - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-სთან ღია ცის შეთანხმება 130-ზე მეტ პარტნიორთან აქვს დადებული, რაც აშშ-ის საჰაერო გადამზიდებს შესაძლებლობას აძლევს ფრენის ქსელის აშშ-ის საზღვრების მიღმა გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკის მზარდ ბაზრებთან დაკავშირებას. შეთანხმებას საქართველო 2007 წლის დეკემბრიდან შეუერთდა. 


close დახურვა