![2024/03/09/vo5lm6avvx9rc7a.jpg](/uploads_script3/articles/2024/03/09/vo5lm6avvx9rc7a.jpg)
ტეხასის შტატში, აშშ-მექსიკის საზღვარზე მოძრავი ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი და სასაზღვრო პატრულის თანამშრომელი დაიღუპნენ. ბორტზე მყოფი კიდევ ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.
UH-72 Lakota-ს ვერტმფრენი ქალაქ რიო გრანდესთან ახლოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებენ.
ოპერატიული ჯგუფის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა შუადღისას მოხდა, როდესაც ვერტმფრენი საავიაციო ოპერაციებს აწარმოებდა.
დაღუპულთა ვინაობა არ გამჟღავნებულა.